Мэрия Тбилиси подготовила законопроект предусматривающий ужесточение санкций за загрязнение воздуха
. © 

Каха Каладзе — «Единое национальное движение» готовит массовую акцию протеста в Тбилиси

«Двадцать пятого сентября в мэрию столицы поступило письмо «Единого национального движения» о том, что 19, 20, 21 октября с 10:00 до 18:00 на площади Свободы и проспекте Руставели планируется предвыборное шествие. В письме указано предположительное количество участников манифестации — 100 тысяч человек. Это собрание из-за большого количества участников будет препятствовать движению транспорта и населения. В нашей стране защищена свобода слова, и соответствующие службы обеспечат все, что нужно», — сказал Каладзе.При этом он выразил уверенность, что «Нацдвижение» планирует накалить обстановку в Грузии перед выборами.

«Эта манифестация для них — кульминация, чтобы максимально накалить обстановку в стране. Они не смогли этого сделать распространенными аудиозаписями и теперь пытаются сделать это акцией», — сказал Каладзе.

«Факт, что уже несколько месяцев «Национальное движение» и их партийное телевидение (Rustavi2 — ред.) пытаются различными темами накалить ситуацию и радикализировать предвыборный период… Они своей пропагандой пытаются внести напряженность и придумывают различные темы», — сказал Каладзе.

«Нацдвижение», в свою очередь, заявило, что акции в эти выходные не будет.

«Объединенная оппозиция — Сила в единстве»  не планирует никакого шествия или манифестации в столице 19, 20 или 21 октября. В этот период кандидат в президенты от «Силы в единстве» Григол Вашадзе будет проводить встречи в Западной Грузии, и, соответственно, представители объединения будут с ним», — говорится в заявлении.

Там же отмечено, что обращение в мэрию Тбилиси имело технический характер.

🔹25 სექტემბერს, დედაქალაქის მერიაში შემოვიდა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წერილი, რომ 19, 20, 21 ოქტომბერს, 10:00-დან 18:00 საათამდე თავისუფლების მოედანსა და რუსთაველის გამზირზე წინასაარჩევნო მსვლელობა იგეგმება. მანიფესტაციის მონაწილეთა სავარუდო რაოდენობად მითითებული აქვთ 100 000 ადამიანი. აღნიშნული შეკრება მონაწილეთა სიმრავლის გამო, ხალხისა და ტრანსპორტის სამოძრაო სავალი ნაწილის შეფერხებას გამოიწვევს. ჩვენს ქვეყანაში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება დაცულია და შესაბამისი სამსახურები უზრუნველყოფენ, რომ თუ გზის გადაკეტვა გახდება საჭირო, გადაიკეტოს. თუ ამისი საჭიროება არ იქნება, შესაბამისი სამსახურები, ასევე, კანონის ფარგლებში იმოქმედებენ. ფაქტია, რომ უკვე რამდენიმე თვეა, „ნაციონალური მოძრაობა“ და მათი პარტიული ტელევიზია ცდილობს, რომელიმე თემით მაინც შეძლოს სიტუაციის დაძაბვა და წინასაარჩევნო გარემოს რადიკალიზაცია. არ ვსაუბრობ კონკრეტულ ფაქტებზე, რაც რეგიონებში ხდება, კამპანიის დროს მივარდნებსა და მცდელობებზე, რომ შეხვედრები ჩაიშალოს. ისინი თავიანთი პროპაგანდით ცდილობენ, ქვეყანაში დაძაბულობა შემოიტანონ და სხვადასხვა თემებს იგონებენ. ჯერ დაიწყეს გამოსვლებით, რაც ჩაუვარდათ. შემდეგ, ახალი თემა შემოიტანეს „ომეგასთან“ დაკავშირებით, რომ თითქოს, ხელისუფლება ამ კონკრეტულ კომპანიას ტელევიზიას ართმევდა. ეს სასაცილოა, რადგან „ომეგა“ თავის მფლობელს არ უნდა და მთავრობას საერთოდ რაში სჭირდება?! შემდეგ ააგორეს ის თემა, თითქოს, ხელისუფლება ბიზნესს ართმევდა ამ კონკრეტულ ბიზნესმენს. ბიძინა ივანიშვილმა ის სახლში მიიწვია, ეჭვობდა, რომ საუბარს იწერდა და ოთხი მილიონის გამორთმევა თვალით ანიშნაო. მე ივანიშვილის ადვოკატი ვერ ვიქნები, თუმცა ადამიანს, ჩვენს ქვეყანაში სამი მილიარდი დოლარის ქველმოქმედება აქვს გაკეთებული და ეს აუდიტორულად დადასტურებულია. საზოგადოებამ და ქვეყნის მოსახლეობამ ეს ყველაფერი იცის. შემდეგ, შემოიტანეს სუბელიანის თემა და მოსახლეობას მიჭრილ-მოჭრილი ჩანაწერები აჩვენეს. მაქსიმალურად ცდილობენ, რომ ქვეყანაში რეალური სიტუაცია „მოდელირებული ქრონიკების“ გზით შეცვალონ, რაშიც კარგი გამოცდილება აქვთ. კიდევ ერთხელ მინდა გითხრათ, რომ არავის მიეცემა შესაძლებლობა, ქვეყანაში დესტაბილიზაცია მოაწყოს. ვინც რაიმე უკანონო ნაბიჯს გადადგამს, ამას შესაბამისი რეაგირება მოჰყვება. ეს კონკრეტული მანიფესტაცია მათთვის კულმინაციაა, რომ ქვეყანაში სიტუაცია მაქსიმალურად დაძაბონ. მოდელირებული და შეთითხნილი ჩანაწერებით არეულობის მოწყობა ვერ შეძლეს, ახლა კი, ამ აქციით ცდილობენ. ეს, რა თქმა უნდა, მერიის კომპეტენციას ცდება და დეტალებში არ შევალ. იმედია, შესაბამისი სამსახურები ამის შესახებ მომდევნო დღეებში სიღრმისეულად ისაუბრებენ.🔹6 და 7 ოქტომბერს, თბილისობის დღესასწაული მართლაც მაღალ დონეზე ჩატარდა. მასში უამრავი ადამიანის შრომა, უდიდესი მოტივაცია და გული ჩაიდო, რაც წლევანდელ ღონისძიებებს ეტყობოდა. კიდევ ერთხელ მინდა, ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო მერიის ყველა თანამშრომელს, ვინც ამ პროცესში იყო ჩართული. წლევანდელი დღესასწაული სასიამოვნო იყო დედაქალაქის მოსახლეობისთვის. ასევე, ჩამოსული სტუმრებისთვის და უცხოელი ტურისტებისთვის კარგი გარემო იყო შექმნილი.🔹სამწუხაროდ, თბილისში არსებობს ადგილები, სადაც საარჩევნო პლაკატებია გაკრული — ისტორიულ ძეგლებზე, მეტროს ჩასასვლელებში, რაც ძალიან დიდ უხერხულობას ქმნის. ჩვენთვის ეს ყველაფერი კატეგორიულად მიუღებელია. მესმის, რომ არის არჩევნები, მაგრამ გამოყოფილია სპეციალური ადგილები, სადაც მათ აქვთ უფლება, საარჩევნო პლაკატები განათავსონ და არა ისეთ ადგილებზე, რომელიც ქალაქისთვის ძვირფასი და მნიშვნელოვანია. შესაბამისად, იმოქმედეთ და დღესვე მოაწესრიგეთ ეს ყველაფერი.🔹დედაქალაქის ათივე გამგეობის ცხრათვიანი საქმიანობის მაჩვენებელი საკმაოდ შთამბეჭდავია. ყველა გამგეობას ბიუჯეტის ათვისებისა და შესრულების მაჩვენებელი 93%-დან 100%-მდე მერყეობს, რისთვისაც გამგებლებსა და გამგეობებში დასაქმებულ თითოეულ თანამშრომელს მადლობა მინდა გადავუხადო. თქვენი და თითოეული თქვენი თანამშრომლის როლი ძალიან მნიშვნელოვანია. ქალაქში სამწუხაროდ, ბევრი პრობლემა გვაქვს, რომელსაც ჩვენი მხრიდან ღირსეული პასუხი სჭირდება. შესაბამისად, ჩვენი ყოველდღიური თავდაუზოგავი შრომა პრინციპულად მნიშვნელოვანია. მერწმუნეთ, ამ ყველაფერს საზოგადოება ხედავს. რა თქმა უნდა, ჯერ კიდევ ბევრი გამოწვევა რჩება, მაგრამ აქ იმიტომ ვართ, რომ ჩვენს ქალაქს ვემსახუროთ.🔹ჩვენ ყველას კარგად გვაქვს გაცნობიერებული სკოლამდელი აღზრდის მნიშვნელობა, მითუმეტეს, რომ სახელმწიფოს მიერ მისი უზრუნველყოფა კონსტიტუციითაა განსაზღვრული. გვესმის, რომ ყოველწლიურად ბევრი მშობელი ელოდება, მოხვდება თუ არა მისი შვილი ბაღში. რა თქმა უნდა, ძალიან ცუდია, რომ ბაღში მოხვედრის შესაძლებლობა ყველა ბავშვს არ აქვს. ეს სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს და საბავშვო ბაღების ნაკლებობითაა გამოწვეული. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა აღნიშნული პრობლემა მოგვარდეს.2019 წლის ბოლოსთვის 11 ახალი პროექტი უნდა განხორციელდეს. წელს დაახლოებით, 10 ბაღი აშენდა, თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს არ არის საკმარისი. როდესაც ბაღებში რეგისტრაცია ცხადდება, მშობლები შვილების დარეგისტრირებას ვერ ასწრებენ, ანუ დასწრებაზეა ყველაფერი, იმიტომ, რომ არ გვაქვს საკმაო რაოდენობის ბაღები, კონკრეტულ ჯგუფებში კი, ბავშვების დიდი რაოდენობაა, რაც უხერხულობას ქმნის. შესაბამისად, ახალი ბაღების მშენებლობა ძალიან მნიშვნელოვანია. 🔹ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებაზე და ამაში მხოლოდ ავტოპარკის განახლებას და ხაზების დამატებას არ ვგულისხმობთ. განვითარების ნაწილად მივიჩნევთ საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღჭურვას დამატებითი სერვისებით. ჩვენი ინიციატივაა და ამას აუცილებლად გავაკეთებთ, რომ სავარაუდოდ, წლის ბოლოდან, MAN-ის მარკის ავტობუსებში უკაბელო ინტერნეტი დამონტაჟდეს, რომელიც ყველა მგზავრისთვის ხელმისაწვდომი იქნება. მგონია, რომ საკმაოდ მნიშვნელოვანია, რომ ადამიანებს მიეცეთ შესაძლებლობა, MAN-ის მარკის ავტობუსებში უფასო ინტერნეტით ისარგებლონ.🔹2015 წელს დედაქალაქის მასშტაბით არსებული ხიდების კვლევა ჩატარდა, რომლის მიხედვითაც ავარიულობის ხარისხი დადგინდა. მას შემდეგ, თბილისის მერია ავარიული ხიდების რეაბილიტაციას ეტაპობრივად აწარმოებს. ამჯერად, ვახუშტის ხიდის აღდგენას ვგეგმავთ. ტენდერს ვახუშტის ხიდის რეაბილიტაციისთვის ორ-სამ დღეში გამოვაცხადებთ. ხიდის აღდგენა-განახლების პროცესს დაახლოებით, 2 მილიონ 400 000 ლარი და ხუთი თვე დასჭირდება.🔹მინდა, საქართველოს ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებს გუშინდელი გამარჯვება კიდევ ერთხელ მივულოცო. შეხვედრა მართლაც ძალიან მაღალ დონეზე ჩაატარეს. მეამაყება, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრები 12 ქულით ჯგუფში პირველ ადგილზეა. ნაკრებს ძალიან დიდი შესაძლებლობა აქვს, რომ ევროპის ჩემპიონატზე მოხვდეს. თითოეული ქომაგი, გულშემატკივარი ველოდებით ამ დღეს. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ის რეფორმები, რაც ფეხბურთის ფედერაციამ განახორციელა. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია მწვრთნელისა და თითოეული ფეხბურთელის როლი. გულწრფელად მინდა წარმატებები ვუსურვო საქართველოს ეროვნულ ნაკრებს და დარწმუნებული ვარ, სხვა შეხვედრებშიც გაგვახარებენ.

Gepostet von Kakha Kaladze კახა კალაძე am Mittwoch, 17. Oktober 2018