Сегодня 4 марта в 18:30 на площади Свободы пройдет акция «Мир больше войны».

«Наша власть требует немедленной передачи тела убитого Арчила Татунашвили, которого оккупанты взяли как заложника.У них в заложниках находится труп. Кроме того,  задержаны двое граждан Грузии, которых освободили из-под стражи, но пока не позволяют покинуть территорию.

Мы считаем, что на этот факт необходима жесткая реакция, как со стороны государства, так и гражданского общества, поскольку это удар по государству Грузии, и нашему мирному выбору. Именно поэтому акция преследует целью, зафиксировать позицию граждан Грузии в глазах всего мира, что мы на стороне мира и свободы, а они отвечают нам войной и насилием»- заявили организаторы акции.

Организаторы призвали СМИ и общество включиться в акцию. По их словам, они обратились в мэрию Тбилиси для содействия акции, но муниципалитет не выразил инициативу помочь. Они обратились также к университетам для поддержки акции, но и от них не получили конкретного ответа.

Участники акции будут требовать от де-факто власти т.н. Южной Осетии передачи тела убитого в Цхинвали Арчила Татунашвили.

К протестной акции, по словам организаторов присоединяются около 40 баров, ресторанов и магазинов. В знак солидарности они в воскресенье закроются на 2 часа , и призовут своих посетителей пойти на акцию.

• კვირას, 4 მარტს, 18:30 საათზე, თავისუფლების მოედანზე, რუსეთის მიერ ოკუპირებული, სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ფორმირებების მიერ მოკლული ქართველი ჯარისკაცის — არჩილ ტატუნაშვილის მიმართ სოლიდარობისა და ოკუპაციის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გაიმართება.

• 22 თებერვალს სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის უკანონო ფორმირებებმა, ახალგორში საქართველოს სამი მოქალაქე გაიტაცეს, რომელთაგანაც ერთ-ერთი მათ მიერ მოკლული არჩილ ტატუნაშვილი იყო. სეპარატისული რეჟიმის მტკიცებით ქართველმა ჯარისკაცმა, დაკითხვის შემდეგ, ცხინვალის იზოლატორში გადაყვანისას, წინააღმდეგობა გაუწია ოსურ მხარეს, რა დროსაც მის წინააღმდეგ ძალა გამოიყენეს, რის შემდეგაც იგი კიბეებზე დაგორდა, ხოლო მისი სივდილის მიზეზად გულის უკმარისობას ასახელებენ. სეპარატისული რეჟიმის ეს განცხადება არის სიცრუე, რადგან დე-ფაქტო ხელისუფლება არ თანხმდება ცხედრის გადმოცემას და არც ქართველ ექსპერტებს აძლევენ ცხედრის დათვალიერების უფლებას.

• საქართველოს ხელისუფლება გარდაცვლილი ტატუნაშვილის დაუყოვნებლივ გადმოსვენებასა და საქართველოს ორი დაკავებული მოქალაქის დაუყონებლივ გათავისუფლებას მოითხოვს.

• ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც მარიონეტული რეჟიმები ჩვენს უდანაშაულო თანამოქალაქეებს ხოცავენ. ყველას გვახსოვს ხურჩაში გიგა ოთხოზორიას მკვლელობა და სხვა არაერთი სასტიკი და დაუნდობელი ნაბიჯი სეპარატისტული რეჟიმებისგან.

• აქციის მთავარი მიზანია გამოვხატოთ სოლიდარობა კიდევ ერთი დაღუპული ქართველის მიმართ, რომელიც შეეწირა ოკუპაციას. კიდევ ერთი ქართველი გახდა რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ძალადობისა და რუსული სისასტიკის მსხვერპლი.

• ჩვენ, საქართველოს რიგითი მოქალაქეები, ვთვლით რომ აღნიშნული ფაქტს უნდა მიეცეს მკაცრი რეაგირება, როგორც სახელმწიფოსგან ასევე, სამოქალაქო საზოგადოებისგან, რადგან ეს არის დარტყმა სახელმწიფოზე, ჩვენს პრინციპებსა და ფასეულობებზე, განვითარებაზე, ქვეყნის წინსვლასა და ჩვენს მშვიდობიან არჩევანზე.
»TOGETHER WE STAND DIVIDED WE FALL» ⚔ 🇬🇪

• მიგვაჩნია რომ ქართული სამოქალაქო საზოგადოებას ეს ფაქტი გააერთიანებს და კვირას 18:30 საათზე, დავანახებთ ცივილიზებულ სამყაროს, რომ საქართველო დგას მშვიდობის მხარეს, ხოლო სეპარატისტული რეჟიმი და რუსეთი ისევ ირჩევს ომის, მკვლელობებისა და ძალადობის გზას.

• მიმართვა ქართულ მედიასაშუალებებს:
აქციის მთავარი მიზანი არის, ყოველგვარი პოლიტიკური პარტიებისა და სხვადასხვა ორგანიზაციების გარეშე, საქართველოს რიგითმა მოქალაქეებმა დააფიქსირონ საკუთარი მოქალაქეობრივი პოზიცია, გვინდა, მოგიწდოთ, რომ იდგეთ ჩვენს გვერდით, რადგან დღეს მნიშვნელოვანია, მთელმა მსოფლიომ იცოდეს, რომ ჩვენ არ ვართ ჩუმად, რომ ჩვენ არ ვუხრით თავს რუსეთის მხრიდან ოკუპაციას, რომ ჩვენ დავიცავთ თითოეული ჩვენი თანამოქალაქის ინტერესებს. მოგიწოდებთ, შემუერთდეთ აქციას და მაქსიმალურად გააშუქოთ ქართული საზოგადოების პოზიცია.

• მოგიწოდებთ თითოეულ პოლიტიკოსს, თანამდებობის პირებსა თუ ორგანიზაციის წარმომადგენლებს, გადადოთ გვერდით საკუთარი ინტერესები, სკამები, სახელები, მიზნები და დადგეთ რიგით მოქალაქეებთან ერთად, გახდეთ სამოქალაქო საზოგადოების ნაწილი, რომელსაც შეუძლია ყველაზე მნიშვნელოვანი და აუცილებელი ცვლილებების განხორციელება.