Мэрия Тбилиси в тестовом режиме изменила схему движения автотранспорта на улице Иона Вакели и Отара Чиладзе в районе Ваке-Сабуртало, говорится в сообщении городской транспортной службы.

Власти страны намерены таким образом разгрузить транспортный поток на на проспекте Важа-Пшавела и на улице Вакели. Транспорт, передвигающийся по улице Вакели в двухстороннем режиме, скапливался на пересечении проспекта Важа-Пшавела, что создавало пробки и угрозу ДТП на указанном участке, отмечено в сообщении.

Для решения проблемы, городская транспортная служба сделала улицу Вакели от проспекта Важа-Пшавела в направлении проспекта Казбеги односторонней.

Двухстороннее движение сохранилось для общественного транспорта. На указанном участке сделали специальные полосы для автобусов, т. н. Bus Lane, и установили соответствующие дорожные знаки.

Исходя из этого, односторонней стала и часть улицы Отара Чиладзе — параллельная улице Вакели.

ვაჟა-ფშაველას გამზირისა და იონა ვაკელის ქუჩის გადაკვეთაზე ნაკადების განმუხტვისთვის, იონა ვაკელისა და ჭილაძის ქუჩებზე მოძრაობის სქემები სატესტო რეჟიმში შეიცვალა.

ვაკელის ქუჩაზე ორმხრივად მოძრავი ტრანსპორტი ვაჟა-ფშაველას გამზირის გადაკვეთაზე გროვდებოდა, რაც გზის აღნიშნულ მონაკვეთზე საცობისა და ავტოავარიების საფრთხეს ქმნიდა.

პრობლემის გადასაჭრელად, ვაკელის ქუჩაზე მოძრაობა ვაჟა-ფშაველას გამზირიდან ყაზბეგის გამზირის მიმართულებით ცალმხრივი გახდა, თუმცა საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის ორმხრივი მოძრაობის რეჟიმი შენარჩუნდა. ამიტომ, ყაზბეგიდან ვაჟა-ფშაველას გამზირისა და ფანჯიკიძის ქუჩისკენ მოძრავი საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის ე.წ. ბასლეინი დახაზა. ასევე, გაკეთდა შესაბამისი საგზაო მონიშვნებიც.

აღნიშნული ცვლილებიდან გამომდინარე, ყაზბეგის გამზირიდან ვაჟა-ფშაველას გამზირამდე, იონა ვაკელის ქუჩის პარალელურ — ოთარ ჭილაძის ქუჩის მონაკვეთზეც მოძრაობა ცალმხრივი იქნება.

აღსანიშნავია, რომ ადრე ჭილაძის ქუჩაზე მოძრავ ტრანსპორტს ვაჟა-ფშაველას გამზირის გადაჭრა ეკრძალებოდა. მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურმა ვაჟა-ფშაველასა და ჭილაძის გადაკვეთაზე არსებულ გზაჯვარედინზე შუქნიშნები განათავსა. ამგვარად, ყაზბეგიდან ვაჟა-ფშაველას გამზირის, ნუცუბიძისა და ფანჯიკიძის ქუჩებისკენ გადაადგილება მნიშვნელოვნად გამარტივდა.

თბილისის მერია ავტომფლობელებს ურჩევს, ნუცუბიძის ქუჩიდან სააკაძის მოედანზე მოსახვედრად, იონა ვაკელის ქუჩის, ყაზბეგისა და პეკინის გამზირებით, ასევე, კოსტავას ქუჩით ისარგებლონ.