Согласно действующему закону «О рекламе» , на всей территории Грузии надписи на вывесках должна быть выполнены на государственном языке, при желании они могут быть выполнены также и на иностранном языке. При этом надпись на иностранном языке не должна превышать размером надпись, выполненную на государственном языке.

При использовании двуязычных световых табло необходимо, чтобы все установленные на объектах надписи (и грузинские, и иноязычные) были одинаково освещены и читаемы.

В случае нарушения правил размещения рекламы предусмотрен штраф от 200 лари  до 5 тысяч лари.

Мэр Тбилиси Каха Каладзе анонсировал ужесточение штрафов для владельцев тех объектов, которые нарушают закон Грузии «О рекламе» и размещают баннеры с нарушением правил.

Об этом Каладзе заявил на улице Ахвледиани (бывшая Перовская) в центре Тбилиси, где расположено множество кафе и баров.

«Использование негрузиноязычных надписей на фасадах – серьезная проблема для столицы. Я заявлял перед выборами и сейчас повторю, что я буду обращать особое внимание этому направлению и буду строг», — заявил Каладзе.

Мэр поручил городской службе по надзору дать соответствующие указания владельцам заведений, нарушивших закон, чтобы они в разумные сроки внесли изменения.

При этом, Каладзе подчеркнул, что у всех желающих есть право и возможность приезжать в Грузию и вести бизнес в рамках закона.

«Однако мы должны уважать грузинский язык. Все это определено законом. Если будут необходимы дополнительные регуляции, то мы обязательно обратимся к сакребуло и парламенту для ужесточения закона», — подчеркнул Каладзе.

В свою очередь, глава городской службы по надзору Георгий Багратиони призвал граждан соблюдать закон, в противном случае объекты будут оштрафованы.

При использовании двуязычных световых табло необходимо, чтобы все установленные на объектах надписи (и грузинские, и иноязычные) были одинаково освещены и читаемы.

В случае нарушения правил размещения рекламы предусмотрен штраф от 200 лари до 5 тысяч лари.

„რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევისთვის საჯარიმო სანქციები გამკაცრდება. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ახვლედიანის ქუჩაზე განაცხადა, სადაც კაფეებისა და ბარების ფასადებზე დარღვევით განთავსებულ წარწერებთან დაკავშირებით, თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურს შესაბამისი მითითება მისცა.

კახა კალაძის თქმით, აღნიშნული საკითხის მოგვარება მისი წინასაარჩევნო დაპირება იყო და ამ მიმართულებით, მუშაობა საკანონმდებლო დონეზე გაგრძელდება.

„ფასადებზე არაქართულენოვანი წარწერების გამოყენება სერიოზული პრობლემაა, რომელსაც დღეს, დედაქალაქში ვაწყდებით. ამას წინასაარჩევნოდაც ვამბობდი და ახლაც გავიმეორებ, რომ ამ მიმართულებას ძალიან დიდ ყურადღებას მივაქცევთ და მკაცრი ვიქნებით. დღესვე დავავალე ზედამხედველობის სამსახურს, რომ დაიწყონ მითითებები, ყველა მესაკუთრეს მისცენ გონივრული ვადა, რომ გარკვეული დროის განმავლობაში, ცვლილებები განხორციელდეს. ჩვენ არავის ვეწინააღმდეგებით და ვერჩით — ყველას აქვს უფლება და საშუალება, ქვეყანაში ჩამოვიდეს, ბიზნესი აწარმოოს, რა თქმა უნდა, ჩვენი კანონის ფარგლებში, მაგრამ ქართულ ენას პატივი უნდა ვცეთ. ეს ყველაფერი კანონმდებლობით არის განსაზღვრული. თუ დამატებითი რეგულაციებია საჭირო, აუცილებლად მივმართავთ საკრებულოს და კანონის გამკაცრების თვალსაზრისით — პარლამენტს“, — აღნიშნა კახა კალაძემ.

მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი გიორგი ბაგრატიონი მოქალაქეებს მოუწოდებს, კანონი დაიცვან, წინააღმდეგ შემთხვევაში, ყველა ობიექტი დაჯარიმდება. მისი თქმით, საჯარიმო სანქციებთან დაკავშირებით, ცვლილებები იგეგმება.

თბილისის მერთან ერთად, ახვლედიანის ქუჩაზე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე, თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარე თინათინ ნიბლოშვილი და საკრებულოს წევრი ბექა დავითულიანი იმყოფებოდა.