Грузия и Eurojust начали переговоры об оформлении двустороннего договора

Заместитель министра юстиции Грузии Гоча Лорткипанидзе

 

 

Сегодня состоялась встреча заместителя министра юстиции Грузии Гочи Лорткипанидзе и президента Агентства правового сотрудничества ЕС (Eurojust) Ладислава Хамрана.

Начало переговоров для оформления соглашения о сотрудничестве между Грузией и Eurojust является частью процесса углубления  сотрудничества с Евросоюзом и его органами в процессе европейской интеграции Грузии, преследующего целью создание единого пространства стандартов и регуляций с Евросоюзом в соответствующих сферах, в том числе в сфере юстиции.

Eurojust является единым органом юстиции Евросоюза, основной деятельностью которого является координация сотрудничества со странами-членами ЕС по уголовным делам, в том числе с государствами- нечленами партнерами Евросоюза, находящимися в процессе евроинтеграции.

По заявлению заместителя министра юстиции, кроме того, что отношение с Eurojust является обязательством, предусмотренным договором  Ассоциации между Грузией и Евросоюзом, так же оно имеет большое значение для интеграции прокуратуры и правоохранительной системы Грузии в правовое пространство Евросоюза.

«Сотрудничество с Eurojust означает, означает координированную борьбу с транснациональными преступлениями, установление высоких стандартов для судей, прокуроров, следователей, и других представителей системы правосудия, включение системы грузинского правосудия в систему правосудия Европы» — заявил Гоча Лорткипанидзе.

По словам заместителя министра юстиции, оформление соглашения по вопросам взаимного сотрудничества, и начало переговоров в  является важным этапом этих отношений.

На мероприятии в Гааге присутствовали заместитель главного прокурора Грузии, чрезвычайный и полномочный посол Грузии в Королевстве Нидерландов, начальник департамента международного публичного права Министерства юстиции Грузии, правовой советник миссии Грузии в Королевстве Нидерландов,  представитель аппарата охраны персональных данных Грузии.

საქართველოსა და ევროჯასტს შორის შეთანხმების გაფორმებაზე მოლაპარაკებები დაიწყო

საქართველოსა და ევროკავშირის იუსტიციის ერთიან ორგანო „Eurojust“-ს შორის თანამშრომლობის ახალი ეტაპი იწყება. დღეს იუსტიციის მინისტრის მოადგილე გოჩა ლორთქიფანიძესა და ევროკავშირის სამართლებრივი თანამშრომლობის სააგენტოს („Eurojust“) პრეზიდენტ ლადისლავ ჰამრანს შორის შეხვედრა გაიმართა, რომელიც სამომავლო თანამშრომლობის დაგეგმვასა და საქართველოსთან ორმხრივი შეთანხმების გაფორმების საკითხებს ეხებოდა.

„Eurojust“ ევროკავშირის იუსტიციის ერთიანი ორგანოა, რომლის ძირითადი საქმიანობაა სისხლის სამართლის საქმეებზე ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან თანამშრომლობის კოორდინაცია, მათ შორის, ევროკავშირის არაწევრ, ევროინტეგრაციის პროცესში მყოფ პარტნიორ სახელმწიფოებთან. საქართველოსა და ევროჯასტს შორის შეთანხმება ითვალისწინებს ინფორმაციის გაცვლას შესაბამის უწყებებს შორის, აგრეთვე, მეკავშირე ოფიცრების ან მეკავშირე მაგისტრატების დანიშვნას.
საქართველოსა და „Eurojust“-ს შორის თანამშრომლობის შეთანხმების გასაფორმებლად მოლაპარაკებების დაწყება საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში ევროკავშირსა და მის ორგანოებთან სექტორული თანამშრომლობის გაღრმავების პროცესის ნაწილია, რომლის მიზანია შესაბამის სფეროებში, მათ შორის, იუსტიციის სფეროში, ევროკავშირთან სტანდარტებისა და რეგულაციების ერთიანი სივრცის შექმნა.

იუსტიციის მინისტრის მოადგილის განცხადებით, გარდა იმისა, რომ ევროჯასტთან ურთიერთობა არის საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების ხელშეკრულებით და დღის წესრიგით გათვალისიწინებული ვალდებულება, მას, ასევე, დიდი მნიშვნელობა აქვს საქართველოს პროკურატურისა და სამართალდამცავი სისტემის ინტეგრირებისათვის ევროკავშირის სამართლებრივ სივრცეში.

„ევროჯასტთან თანამშრომლობა ნიშნავს იმას, რომ საქართველოს მართლმსაჯულების სისტემა − საგამოძიებო, პროკურატურა, სასამართლო, ევროპის მართლმსაჯულების სისტემის სტანდარტების შესაბამისია. ეს ნიშნავს მეტ კვალიფიკაციას, ევროპული სამართლის პროცესებში მონაწილეობას; ეს ნიშნავს ტრანსნაციონალურ დანაშაულებებთან კოორდინირებულ ბრძოლას; ქართული მართლმსაჯულების სისტემის, მოსამართლეების, პროკურორების, გამომძიებლების და სამართლის სისტემის სხვა წარმომადგენელთათვის მაღალი სტანდარტების დაწესებას და ქართული მართლმსაჯულების სისტემის ევროპის მართლმსაჯულების სისტემაში ჩართვას“, − განაცხადა გოჩა ლორთქიფანიძემ.

იუსტიციის მინისტრის მოადგილის თქმით, ურთიერთთანამშრომლობის საკითხებში შეთანხმების გაფორმება და ამ მიმართულებით მოლაპარაკებების დაწყება ამ ურთიერთობის მნიშვნელოვანი ეტაპია.
ღონისძიებას ჰააგაში ესწრებოდნენ საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილე, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ნიდერლანდების სამეფოში, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო საჯარო სამართლის დეპარტამენტის უფროსი, ნიდერლანდების სამეფოში საქართველოს მისიის სამართლებრივი მრჩეველი და საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის აპარატის წარმომადგენელი.

პირველი შეხვედრა ევროჯასტის პრეზიდენტ მიშელ კონინქსთან იუსტიციის მინისტრმა 2015 წლის 29 სექტემბერს გამართა. მას შემდეგ ქართული მხარე აგრძელებდა მუშაობას ევროკავშირის იუსტიციის ერთიან სისტემასთან თანამშრომლობის შეთანხმების გაფორმების შესახებ მოლაპარაკებების დასაწყებად. ეს პროცესი დღეს წარმატებით დასრულდა — საქართველოსა და ევროჯასტს შორის შეთანხმების გაფორმებაზე მოლაპარაკებები დაიწყო.