Мы должны найти такие сферы в отношениях с Россией, которые могут стать основанием для урегулирования отношений, заявил премьер-министр Грузии Георгий Квирикашвили на Всемирном экономическим форуме в Давосе.

«Мы должны найти с Россией такие сферы в отношениях с Россией, которые в будущем могут стать основанием для начала позитивного рассмотрения политического урегулирования конфликта. Этими сферами могут стать торговля, туризм и, безусловно, гуманитарные и культурные отношения», — заявил Квирикашвили.

Сегодня российский рынок открыт для Грузии, но он не является единственным или доминантным рынком, так как экспорт из страны диверсифицирован, заявил премьер.

«Очень позитивно, что у нас ежегодно примерно один миллион визитеров из России. У нас односторонний безвизовый режим для граждан России, и не было ни одного конфликта на этнической почве с российскими туристами. Это может стать хорошим началом для начала переговоров об урегулировании конфликтов», — сказал Квирикашвили.

При этом премьер-министр Грузии отметил, что в отношениях с Россией остаются определенные проблемы.

» Россия должна учитывать, что она не должна ожидать от правительства Грузии, что оно смирится с тем, что Россия называет «новой реальностью в регионе», — подчеркнул Квирикашвили.

«Наши переговоры должны основываться на уважении нашей территориальной целостности, что должно стать краеугольным камнем всех дискуссий в нашем регионе и основываться на суверенном выборе Грузии», — сказал Квирикашвили.

В условиях отсутствия дипломатических отношений на сегодняшний день диалог между Россией и Грузией поддерживается в рамках Женевских дискуссий и регулярных встреч в Праге Абашидзе и Карасина.

კითხვა — ბატონო პრემიერ-მინისტრო, უკვე 10 წელი გავიდა რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ. გვითხარით, როგორი ურთიერთობა გაქვთ დღეს მოსკოვთან და როგორ აბალანსებთ ამ ურთიერთობებს საქართველოს სურვილთან — მოახდინოს უფრო ღრმა ინტეგრაცია დასავლეთთან?

გიორგი კვირიკაშვილი — გმადლობთ. სამწუხაროდ, ჩვენს წინაშე დგას 2008 წლის მემკვიდრეობა. ჩვენ დღესაც გვიწევს იმ პრობლემების მოგვარება, რომლებიც საქართველომ მემკვიდრეობით მიიღო არა მხოლოდ 2008 წლიდან, არამედ 1990-იანი წლების დასაწყისიდან მოყოლებული. ჩვენი ორი ისტორიული ტერიტორიის ოკუპაცია წარმოადგენს დიდ პრობლემას, რომელთანაც გამკლავება ჩვენ გვიწევს კონსტრუქციული, მაგრამ, ამავე დროს, პრინციპული მიდგომის მეშვეობით, ანუ საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის თანმიმდევრული პოლიტიკის გათვალისწინებით. ეს პოლიტიკა ეფუძნება გარკვეულ ღირებულებებს. ჩვენ დღესაც უნდა ვეძებოთ შეხების სფეროები, წერტილები რუსეთთან, რომლებიც მომავალში შეიძლება გახდეს ამოსავალი წერტილი პოზიტიური დისკუსიების დასაწყებად კონფლიქტის პოლიტიკური გზით გადაჭრის შესახებ.

კითხვა — მაგალითებს ხომ ვერ მოიყვანდით?

გიორგი კვირიკაშვილი — ეს სფეროები შეიძლება იყოს ვაჭრობა, ტურიზმი და, რასაკვირველია, ჰუმანიტარული და კულტურული ურთიერთობები. დღეს რუსეთის ბაზარი ღიაა საქართველოსთვის, თუმცა იგი არ არის ერთადერთი ან, თუნდაც, დომინანტი ბაზარი საქართველოსთვის, რადგანაც ჩვენი ექსპორტი დივერსიფიცირებულია. ამასთან, ძალიან დადებითი მოვლენაა, რომ ყოველწლიურად ჩვენ ვმასპინძლობთ დაახლოებით ერთ მილიონ ტურისტს რუსეთიდან. ჩვენ ცალმხრივად დავაწესეთ უვიზო რეჟიმი რუსეთის მოქალაქეებისთვის და არ ფიქსირდება არც ერთი კონფლიქტი ეთნიკურ ნიადაგზე რუს ტურისტებთან. ყოველივე ეს შეიძლება იყოს ძალიან კარგი ამოსავალი წერტილი, რათა წამოვიწყოთ პოლიტიკური დისკუსიები კონფლიქტის გადაჭრასთან დაკავშირებით.
მეორე მხრივ, რუსეთმაც უნდა გაითვალისწინოს, რომ ფუჭია იმის მოლოდინი, რომ საქართველოს მთავრობა შეეგუება „არსებულ რეალობას“, როგორც ისინი ამას უწოდებენ, ანუ ჩვენს საკუთარ ტერიტორიაზე ე.წ. ახალი დამოუკიდებელი სახელმწიფოების არსებობას. ასე რომ, ჩვენი დისკუსიები უნდა დაეფუძნოს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემას, რაც უნდა იყოს კიდეც ჩვენს რეგიონში ნებისმიერი დისკუსიის ქვაკუთხედი ისევე, როგორც საქართველოს სუვერენული მისწრაფებები.