В парламенте Грузии рассматривается законопроект об использовании легких наркотических средств, инициированный Национальной платформой наркополитики, в которой объединена 41 неправительственная организация. Пакет поправок подразумевает освобождение от уголовной ответственности за использование наркотиков с целью личного потребления и хранения в малых количествах.

Комитет по здравоохранению 27 декабря поддержал законопроект в первом слушании. При этом в правящей партии «Грузинская мечта» нет консенсуса по этому вопросу, именно поэтому обсуждение данного законодательного пакета затягивается.

Патриархия Грузии выступает за то, чтобы рассмотрение законопроекта о декриминализации легких наркотиков было приостановлено в парламенте страны, и требует согласовать ряд пунктов по данному вопросу.

«Хотим дополнительно заявить, что мы считали и считаем применение наркотиков тяжелым грехом, однако патриархия Грузии никогда не поддерживала и не поддерживает избрание ареста в отношении лиц, больных наркоманией. При этом, до того, как отмеченное осуществится, по нашему мнению, необходимо своевременно решить ряд вопросов», — сказано в заявлении патриархии.

Грузинская церковь считает, что необходимо ввести дополнительные регуляции в отношении распространителей наркотиков, так как «это является преступлением перед нацией»; важно защитить семьи и детей от вредного влияния наркозависимых людей; нужно активно подключить СМИ с целью распространения информации о важности придерживаться здорового образа жизни; необходимо разработать в образовательных учреждениях специальный познавательный курс о вреде наркотиков; нужно ужесточить меры за незаконный ввоз наркотиков в страну.

Патриархия Грузии полагает, что госструктуры на данном этапе не готовы проконтролировать возможные негативные тенденции и всем ведомствам необходимо представить свое видение на этот счет. В заявлении отмечено, что в стране нет таких реабилитационных центров, в которых у наркозависимых людей будет полноценная возможность исправиться.

«В представленном законопроекте не прописаны данные направления, что говорит об обязательстве приостановления его рассмотрения», — подчеркивается в заявлении.

Грузинская патриархия выступает за то, что бы этот вопрос был широко рассмотрен с участием общества, руководства, психологов, врачей, правозащитников, юристов, представителей церкви, журналистов, педагогов и правоохранителей.

საქართველოს საპატრიარქოს განცხადება
11 იანვარი, 2018 წელი

როგორც ცნობილია, გასული წლის 27 დეკემბერს საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტმა მსუბუქი ნარკოტიკების დეკრიმინალიზაციის ინიციატივას პრინციპების დონეზე მხარი დაუჭირა, რამაც საზოგადოებაში აზრთა დიდი სხვადასხვაობა გამოიწვია და აღნიშნულ საკითხს, ზოგადად, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქიც შეეხო ,,საშობაო ეპისტოლეში.”

ვინაიდან პარლამენტში ამ თემასთან დაკავშირებით შეხვედრები კვლავ გრძელდება, გვინდა დამატებით განვაცხადოთ შემდეგი: მიგვაჩნდა და მიგვაჩნია, რომ ნარკოტიკების მოხმარება მძიმე ცოდვაა, მაგრამ საქართველოს საპატრიარქო არასოდეს უჭერდა მხარს და არც ახლა ეთანხმება ნარკომანიით დაავადებულთა მიმართ პატიმრობის შეფარდებას.

მაგრამ ვიდრე აღნიშნული განხორციელდება, ჩვენის აზრით, საჭიროა შემდეგი საკითხების დროულად გადაწყვეტა:

ა) ეკლესია ყოველთვის მკვეთრი ღონისძიებების გატარების მომხრე იყო ნარკოტიკების გამავრცელებელთა მიმართ, რადგან ეს არის დანაშაული ერის წინაშე და ამ ქმედებას სახელმწიფო მთელი სიმკაცრით წინ უნდა აღუდგეს, რაც დამატებით რეგულაციებში უნდა აისახოს;

ბ) ჩანს რომ, შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურები ამ ეტაპზე მზად არ არიან მოსალოდნელი ნეგატიური ტენდენციების კონტროლისათვის და ყველამ თავისი ხედვა უნდა წარმოადგინოს;

გ) აუცილებელია, ოჯახის წევრები და, განსაკუთრებით, ბავშვები დაცულნი იყვნენ ნარკოდამოკიდებული წევრის მავნე გავლენისაგან;

დ) ქვეყანაში არ არის სათანადოდ მოწყობილი სპეციალური სარეაბილიტაციო ცენტრები, სადაც ნარკომანიით დაავადებულ ადამიანებს გამოსწორების საშუალება ექნებათ და ეს მდგომარეობა მალე უნდა შეიცვალოს;

ე) ნარკოტიკების მოხმარებასთან დაკავშირებით საჭიროა მედია საშუალებების აქტიური ჩართულობა, რომ, ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების მიზნით, ჩამოყალიბდეს საზოგადოებრივი აზრი;

ვ) აუცილებელია სასწავლებლებში სპეციალური კურსის შემოღება, რომ, პირველ რიგში, ახალგაზრდობამ გააცნობიეროს, ნარკოდამოკიდებულებების შემთხვევაში, რას უქადის მათ ხვალინდელი დღე და შეექმნათ უარყოფითი განწყობა;

ზ) უნდა გამკაცრდეს ზომები, აღნიშნული ნარკოტიკების უკანონო შემოტანასთან, გავრცელებასთან, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში და განსაკუთრებით არასრულწლოვანთა წრეში მის მოხმარებასთან დაკავშირებით;

თ) აუცილებელია, ევროპული გამოცდილების გათვალისწინებით, განისაზღვროს ნარკოდამოკიდებული ადამიანების სამუშაოთი უზრუნველყოფის საკითხი და სხვა.

კანონპროექტის წარმოდგენილ ვარიანტში კი ეს მიმართულებები არ არის ასახული, რაც მისი განხილვის შეჩერების აუცილებლობაზე მეტყველებს.

ამასთან, საჭიროდ მიგვაჩნია, მოეწყოს აღნიშნული თემის ფართო, საზოგადოებრივი განხილვა ხელისუფალთა, ფსიქოლოგების, ექიმების, იურისტების, სასულიერო პირთა, ადამიანის უფლებადამცველების, ჟურნალისტების, პედაგოგთა, საერთოდ ინტელიგენციის, სამართალდამცავთა და სხვათა ჩართულობით, რათა ნაჩქარევმა გადაწყვეტილებებმა ქვეყანა დიდი განსაცდელის წინაშე არ დააყენოს.