Президент Грузии принимает участие в первой глобальной конференции устойчивого транспорта

Георгий Маргвелашвили сегодня в Туркмении принимает участие в первой глобальной конференции устойчивого транспорта, которая проводится по инициативе президента Туркмении и под эгидой ООН.

20_8008481264424597449_o

Как сообщают в администрации президента Грузии, на конференции высшего уровня в столице Туркмении,  присутствовуют более 80-ти международных делегаций, лидеры разных стран и руководители международных организаций, в том числе, генеральный секретарь ООН Пан Ги-Мун и генеральный секретарь ОБСЕ Ламберто Занньер.

В рамках конференции запланировано выступление Георгия Маргвелашвили. Президент Грузии проведет в Ашхабаде двусторонние встречи с генсеком ООН, а также президентами Туркмении и Афганистана.

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი თურქმენეთის დედაქალაქში გაეროს ეგიდით ორგანიზებულ მდგრადი ტრანსპორტის პირველ გლობალურ კონფერენციაში მონაწილეობს.
ღონისძიების ფარგლებში დღეს საქართველოს პირველმა პირმა კონფერენციაში მონაწილე მაღალი დონის დელეგაციების ხელმძღვანელებთან ერთად, თურქმენეთის დამოუკიდებლობის მემორიალი გვირგვინით შეამკო, რის შემდეგაც მდგრადი ტრანსპორტის პირველი გლობალური კონფერენციის გახსნაში მიიღო მონაწილეობა.
ღონისძიება გაეროს გენმდივანმა ბან კი-მუნმა და თურქმენეთის პრეზიდენტმა გურბანგული ბერდიმუჰამედოვმა გახსნეს.
„საქართველოსთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მსგავსი ტიპის კონფერენციებში მონაწილეობა, მით უმეტეს, როდესაც ვსაუბრობთ და კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამთ ჩვენი ქვეყნის როლს, როგორც დამაკავშირებელს ევროპასა და აზიას შორის.
ამ თვალსაზრისით, არაერთი საინტერესო სატრანსპორტო პროექტი იგეგმება, რომლებშიც საქართველო არის პირდაპირ ჩაბმული; ეს შეეხება ავღანეთთან მომავალ პროექტს Lapis Lazuli, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზას, ახალ „აბრეშუმის გზას“ და ამ მიმართულებით ჩვენი სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებას ყოველთვის ხაზი უნდა გესვას.
საქართველოს დელეგაცია განაგრძობს კონფერენციაში მონაწილეობას. ამავდროულად, დღეს დაგეგმილია საქართველოს პრეზიდენტის ორმხრივი შეხვედრები ავღანეთისა და თურქმენეთის პრეზიდენტებთან და გაეროს გენერალურ მდივანთან“, — განაცხადა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა.
თურქმენეთში გაეროს ეგიდით მიმდინარე უმაღლესი დონის კონფერენციაში მონაწილეობას 80-ზე მეტი დელეგაციის წარმომადგენელი, მათ შორის ეუთოს გენერალური მდივანი ლამბერტო ზანიერიც იღებს.