В Тбилиси открылись первые заправки для электромобилей

 

В Тбилиси открылись первые заправки для электромобилей

В Тбилиси на площади Европы и на подъеме к Черепашьему озеру сегодня были открыты первые заправки для электромобилей.Проект осуществлен по инициативе компании “E –Space”,при активной поддержке мэрии Тбилиси.

Пользование станциями зарядки электромобилей, установленных в Тбилиси, до конца 2017 года будет бесплатным. Об этом заявил директор «E-Space» Сулхан Гвалия. В то же время он не сказал, сколько будет стоить зарядка электромобилей по истечении названного срока, и не исключает, что определенное время зарядка машин по-прежнему останется бесплатной.

По его словам, для зарядки электромобиля необходимо 2-3 часа в соответствии с мощностью батареи машины. Одной зарядкой, исходя из мощности электромобиля, можно проехать от 150 до 400 километров.

«В Грузии передвигается очень мало электромобилей. Большинство заряжает машину дома. Первый этап преимущественно служит популяризации станций зарядки электромобилей, и думаю, расход компании за этот период будет минимальный»- заявил Сулхан Гвалия.

С 2017 года зарядить электромобили можно будет также в Батуми и Кутаиси. До конца следующего года планируется открыть 100 станций зарядки электромобилей по всей Грузии.

 

თბილისში ელექტრომობილების დამტენი ორი სადგური გაიხსნა

თბილისში, ევროპის მოედანსა და კუს ტბის ასახვევთან, ელექტრომობილების დამტენი პირველი სადგურები გაიხსნა. დასამუხტი სადგურების თბილისში განთავსების პროექტი კომპანია “E –Space”-ის ინიციატივითა და თბილისის მერიის აქტიური მხარდაჭერით განხორციელდა. ევროპის მოედანზე ელექტრომობილების დასამუხტი სადგური თბილისის მერის მოადგილემ ირაკლი ლექვინაძემ, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილემ თეიმურაზ მურღულიამ, საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმა და “E –Space” -ის წარმომადგენლებმა გახსნეს.

თბილისის მერის მოადგილის ირაკლი ლექვინაძის თქმით, დედაქალაქის მერიამ, ენერგოეფექტური პროექტების განხორციელების წახალისებისთვის, ელექტრომობილების დასამუხტი სადგურების განთავსებისთვის ევროპის მოედანსა და კუს ტბის ასახვევთან ტერიტორია კომპანია “E –Space”-სს უსასყიდლოდ გადასცა. მისივე თქმით, თბილისის მერია დასამუხტი სადგურებისთვის დენის მიწოდების ხარჯებს საკუთარ თავზე აიღებს. როგორც ლექვინაძემ განაცხადა, დედაქალაქის მთავრობა კომპანია „სითი პარკთან“-აც აწარმოებს მოლაპარაკებებს, რათა ქალაქში ელექტრომობილებისთვის პარკირება უფასო გახდეს.
„დღეს თბილისის ტერიტორიაზე, ორ ლოკაციაზე გაიხსნა ელექტრომობილებისთვის დასამუხტი სადგურები, სადაც ელექტრომობილების მფლობელები მანქანის დამუხტვას უსასყიდლოდ შეძლებენ. თბილისის მერია მხარს უჭერს ამ პროექტს, რომელიც კერძო კომპანიის ინიციატივით განხორციელდა. ჩვენ მივესალმებით მსგავსი ტიპის ინიციატივებს ყველა საინიციატივო ჯგუფის მხრიდან, რადგანაც თბილისის მომავალი ეს არის უკეთესი გარემო და უკეთესი გარემოს მიღწევის კუთხით ჩვენ ყველანაირ მასტიმულირებელ მექანიზმს დავუჭერთ მხარს. გარდა ამისა, მომავალში თბილისის მერია ასევე იფიქრებს საკუთარი ავტოპარკის ელექტრომობილებით აქტიურ ჩანაცვლებაზე,“ — განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.

აღსანიშნავია, რომ ქვეყნის მასშტაბით, ამ დროისთვის სულ 50-მდე ელექტრომობილი დადის. საქართველო იმ ქვეყნების სიაში შედის, სადაც ელექტრომობილების იმპორტი გადასახადებისგან თავისუფალია. 2017 წლის ბოლომდე, საქართველოში ელექტრომობილების დამტენი სადგურების რაოდენობის გაზრდა 100-მდე იგეგმება. ეტაპობრივად, სადგურები ავტობანებსა და რამდენიმე რეგიონშიც განთავსდება.