Национальный банк Грузии сделал очередное предупреждение в связи с рисками вложения денег в те финансовые организации, деятельность которых не контролируется Национальным банком, поскольку деньги вкладчиков ими могут вкладываться в довольно рискованные активы или бизнес.

Как заявляют в банке, с целью максимальной защиты прав и интересов потребителей финансового сектора Национальный банк  в результате совместной работы с правительством подготовил законодательный пакет, в котором наряду с другими проблемными вопросами предусматривает определенные законодательные рамки и этого вопроса, обсуждение которого начнет парламент нового созыва.

«Национальный бак Грузии  предупреждает  население до того, как вложить деньги с целью  предотвращения их потерь, обязательно проявить особую осторожность и принять разумное и  информированное решение. Также до вложения денег обязательно нужно учесть,то что высокая процентная прибыль подразумевает и высокий риск», — заявляют в НБ.

საქართველოს ეროვნული ბანკის მორიგი გაფრთხილება მომხმარებელს

საქართველოს ეროვნული ბანკი სახსრების განთავსების რისკებთან დაკავშირებით, ჯერ კიდევ 2013 წლიდან აფრთხილებდა მოქალაქეებს (2013, 2016), რომ ის საფინანსო კომპანიები, რომელთა საქმიანობა მოქმედი კანონმდებლობის თანახმად არ კონტროლდება ეროვნული ბანკის მიერ, შესაძლოა ფიზიკური პირებისაგან მოზიდულ სახსრებს საკმაოდ რისკიან აქტივებსა თუ ბიზნეს საქმიანობაში აბანდებენ. რიგ შემთხვევაში კი მათი საქმიანობა, «ფინანსური პირამიდის» ნიშნებსაც ატარებს.

საფინანსო სექტორის მომხმარებელთა უფლებებისა და ინტერესების მაქსიმალურად დაცვის მიზნით, ეროვნული ბანკის მიერ, მთავრობასთან ერთობლივი მუშობის შედეგად მომზადდა საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც სხვა პრობლემატურ საკითხთან ერთად, აღნიშნული საკითხის შესაბამის ჩარჩოში მოქცევას ითვალისწინებს და რომლის განხილვას ახალი მოწვევის პარლამენტი, სავარაუდოდ, შეკრებისთანავე დაიწყებს.

საქართველოს ეროვნული ბანკი კიდევ ერთხელ აფრთხილებს მოსახლეობას, საკუთარი თანხების დაბანდებამდე, მათი დაკარგვის რისკის თავიდან აცილების მიზნით, აუცილებლად გამოიჩინონ განსაკუთრებული სიფრთხილე და მიიღონ გონივრული და ინფორმირებული გადაწყვეტილება. აღნიშნული ეხება სხვადასხვა იურიდიული პირის მხრიდან მაღალი საპროცენტო სარგებლის დაპირების სანაცვლოდ თანხების სესხის, ან თამასუქის სახით მოზიდვას. ასევე, თანხის დაბანდებამდე აუცილებლად გაითვალისწინონ, რომ მაღალი საპროცენტო სარგებელი, სხვა თანაბარ პირობებში, გულისხმობს მაღალ რისკს.